ჯავახის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდნენ
20-10-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი გაერთიანების - „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კამპანიაში - „მე დავრგე ხე“. 

მოსწავლეებმა კამპანიის ფარგლებში შერჩეულ ტერიტორიაზე ხეები დარგეს და საზოგადოებასაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203