დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლებას ახლად რეაბილიტირებულ, კეთილმოწყობილ შენობაში იღებენ
20-10-2025

დიდი დმანისის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა 2025-2026 სასწავლო წელი სრულად გარემონტებულ, განახლებულ და აღჭურვილ საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყეს.

სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გახსნა.

მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასკოლო საზოგადოებას განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე მოეწყო სპორტული დარბაზი.

სოფელ დიდი დმანისის 500 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ 230 ათას ლარამდეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203