
დმანისის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია.
რა თქმა უნდა, დირექციის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მასწავლებლის საერთაშორისო დღე.
დირექტორმა, ინესა მანელოვამ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა და კიდევ არაერთი წარმატებული თაობის აღზრდა უსურვა.
„გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!“,- მიმართა დირექტორმა პედკოლექტივს.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.