
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისიც. სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს ლამაზად მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
ამ დღის მთავარი გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ. მათ საკლასო ოთახებში მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები შეუძღვნენ და პატარებს სკოლაში მისვლით გამოწვეული მღელვარება სიხარულად უქციეს.
სასკოლო საზოგადოებას მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა. თინათინ ლეკიაშვილმა და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
მართალია, სასწავლო წელი თვეზე მეტია დაიწყო, პირველი სასწავლო დღის ემოციები ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: