გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წესების სრული დაცვით ჩატარდა
17-10-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში, წესების სრული დაცვით გაიმართა. 

მოსწავლეებმა თავიანთი წარმომადგენლები თვითმმართველობაში შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.

გაიმარჯვეს კანდიდატებმა:

  • მე-7 კლასი - ანდრია სიხარულიძე;
  • მე-8 კლასი - ნიკოლოზ სიხარულიძე;
  • მე-9 კლასი - მერაბი სიხარულიძე;
  • მე-10 კლასი - მარიამ გოგიჩაძე.

კენჭისყრის შედეგად თვითმმართველობის თავმჯდომარედ მოსწავლეებმა მარიამ გოგიჩაძე აირჩიეს.

სკოლის დირექცია ულოცავს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას.

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203