
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 2025-2026 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს.
წელსაც, როგორც ყოველთვის სკოლა მომზადებული შეხვდა ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ტრადიციულად, გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება.
ამ დღის მთავარი გმირები ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ. პატარებს ცოდნის ტაძარში მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები შეუძღვნენ.
სკოლის დირექტორმა ნათელა სიხარულიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა სასწავლო პროცესის განახლება და წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვა, როგორც მოსწავლეებს ასევე სკოლაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს.
აღსანიშნავია, რომ შუასურების საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია, სათხუთმეტსექტემბრო მიღებაც. მართალია, სასწავლო წელი უკვე თვეზე მეტია დაიწყო, მოსწავლეებს პირველი სასწავლო დრის განწყობა დღემდე მოჰყვებათ.