ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეები თხრობასა და ყურადღების კონცენტრაციას თამაშ-თამაშით სწავლობენ
17-10-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია, მე-2 და მე-4 კლასელთა ქართული ენის საინტერესო გაკვეთილი და აქტივობა, რომელსაც პედაგოგი სწავლებისას ხშირად მიმართავს და მაღალი ეფექტურობითა და მოსწავლეთა ჩართულობით გამოირჩევა. 

მოსწავლეებს კლასში „ბათურა“ ესტუმრა, რომელიც მოსწავლეთა საკლასო ცხოვრებაში ხშირად მონაწილეობს. ბავშვებმა „ბათურასთან“ ერთად ცხოვრების სასიამოვნო და ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მომენტები გაიხსენეს. 

„აქტივობა, რომელსაც ასე ხშირად ვიყენებ, მეხმარება მოსწავლეებთან ბევრი პრობლემის გადაჭრაში.

ყურადღება, მოსმენა, დამახსოვრება, გააზრება, მოყოლილი ამბის გადმოცემა, შეიძლება, საკუთარი ინტერპრეტაციითაც მოყოლა.

მოკლედ ასე თამაშ-თამაშით, ვსწავლობთ თხრობას, ყურადღების კონცენტრაციას. უფრო კარგად ვეცნობით ერთმანეთს, გვეძლევა საშუალება მეტად განვავითაროთ უნარები. ასევე საუკეთესო საშუალებაა ფონეტიკის გაუმჯობესებისთვის. აი, ჩვენი მეგობარი „სტუმრები“ და მათგან მოყოლილი ამბები“,- გვეუბნება პედაგოგი მანანა მახარაძე და სასწავლო პროცესის ამსახველ ვიდეოს გვიზიარებს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203