
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა.
პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ. მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ, გულთბილმა მიღებამ და ლამაზმა ღონისძიებამ ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
მოსწავლეებმა არაერთი საზეიმო ნომერი წარმოადგინეს, თავი გამოიჩინეს პატარებმაც.
მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა სკოლის დირექტორმა - ალექსანდრა მარიმ და ბავშვებს, ტრადიციულად, საინტრესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ჩემო პატარა მეგობრებო წარმატებული წელი გვქონოდეს“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია, სათხუთმეტსექტემბრო მიღებაც. მართალია, სასწავლო წელი უკვე თვეზე მეტია დაიწყო, მოსწავლეებს ამ დღის განწყობა დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: