
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემო. დირექცია და პედაგოგები ბავშვების განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელია, სათხუთმეტსექტემბრო ღონისძიება.
მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ლამაზად მორთულმა სასკოლო სივრცემ, გულთბილმა საზეიმო მიღებამ და ლამაზმა ღონისძიებამ ბავშვებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
სკოლის დირექტორმა მირანდა ტაბატაძემ მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ეს დღე ყოველთვის სავსეა სითბოთი, ახალი გამოწვევებითა და სასიამოვნო მოლოდინებით.
მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებით, მოტივაციით და ბედნიერი წუთებით სავსე სასწავლო წელს, მასწავლებლებს ძალასა და შთაგონებას, მშობლებს კი - შვილების მიღწევებით სიხარულს. წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი გქონდეთ ყველას“,- აღნიშნა დირექტორმა.
აგერ უკვე მე-4 კვირაა სასწავლო წელი დაიწყო, პირველი სასწავლო დღის განწყობა კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: