
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და საზეიმო განწყობაზე ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია, სათხუთმეტსექტემბრო ღონისძიებაც.
ახალი 2025 - 2026 სასწავლო წლის დაწყება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სკოლის დირექტორი, ვაზგენ კადჟოიანი, რომელმაც მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს მიულოცა ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, წარმატებული, სიახლეებით აღსავსე და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა თითოეულ მათგანს.
ასევე, მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: მე-2 კლასის დამრიგებელი - ოვსანნა ქეთციანი, 1-ელი კლასის დამრიგებელი - გაიანე ისპირიანი.
ღონისძიებაზე, დირექტორმა განათლების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში პირველკლასელებს გადასცა ბუკები, ხოლო წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა სიგელებით.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მშობლიური ენის პედაგოგი - ოვსანნა ქეთციანი.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. დიდი მონდომებით ჩაერთნენ ღონისძიებაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: