
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის პედაგოგები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ.
მასწავლებელი ვენერა სეირანიანი ბავშვებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობს და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, III კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე - „ანიმაციების შექმნა პროგრამირების ენით“.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე საინტერესო ანიმაციები შექმნეს და დრო მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: