გეტას საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ სილაგაძე მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და გამორჩეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
17-10-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ სილაგაძე მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას მრავალი წელია ემსახურება. 

ახლახან მისი ღვაწლი და შრომა საზეიმოდ აღინიშნა. 

ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თამარ სილაგაძე მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და გამორჩეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. 

ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და მასწავლებლებს სიტყვით მიმართეს: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ილია ჯალაღანიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისათვის და მომავალი თაობების აღზრდის პროცესში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში იმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203