
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია.
დირექტორი ნაიტ ლაგზიანი პედაგოგთა დიდი მხარდამჭერი გახლავთ და აქტიურად ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა ისე მასწავლებელთა კეთილდღეობაზე.
5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღე აღინიშნა. დღესასწაული სკოლის პედაგოგებს ხელმძღვანელმა დიდი სიყვარულით მიულოცა და მარადიულ კითხვას - მხოლოდ მასწავლებლის პროფესია ქმნის სხვა დანარჩენ პროფესიებს? - სიამაყით უპასუხა - „ძალიან ბევრ რამეს ქმნის, თუ ეს პროფესია მთელი პასუხისმგებლობით და მთელი გულით შეისისხლხორცა ადამიანმა...
ვიყოთ მონდომებულები, მოტივირებულები, გვიყვარდეს ერთმანეთი და, რაც მთავარია, ბავშვები, ჩვენ დაუღალავი შრომით კი ყველაფერს მივაღწევთ“,- აღნიშნა დირექტორმა და მასწავლებლებს წარმატებული პროფესიული საქმიანობა და არაერთი განათლებული თაობის აღზრდა უსურვა.