„შემოდგომის ოქროსფერი სიმფონია“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში 
17-10-2025

„მცხუნვარე ზაფხულის შემდეგ შემოდგომის პირველი ამოსუნთქვა ხომ ნამდვილი ბედნიერებაა“,- აღნიშნავენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში, სადაც 15 ოქტომბერს ლამაზი და ფერადი ღონისძიება -  „შემოდგომის ოქროსფერი სიმფონია“ გაიმართა. 

შემოდგომის მოტივებით მორთული სცენა ქმნიდა ულამაზეს ატმოსფეროს და თავისებურ ხიბლს მატებდა ღვინისა და ხილის სურნელით გაჯერებულ ქართულ შემოდგომას.

დღესასწაული სიმღერით - „კართან მოდგა შემოდგომა“- გახსნეს სკოლის დირექტორმა, თამილა ქურხაშვილმა და მუსიკის მასწავლებელმა, დოდო  გრიგოლაშვილმა.

წამყვანებმა აღწერეს შემოდგომის სილამაზე - ოდნავ  სევდიანი, მაგრამ მხიარული.

მოსწავლეებმა ღონისძიება გაალამაზეს ცეკვებით („რაჭული“, „ოსური“,  „ „მთიულური“ „აღმოსავლური“)  სიმღერებითა და იუმორისტული დადგმით - „სიზმარა“, სადაც ბავშვებმა თეატრალური ნიჭი სრულად გამოავლინეს. სცენაზე ლურჯი მელიისა და მეფის თავგადასავალი სიცილითა და აპლოდისმენტებით დასრულდა.

მშობლები შემოქმედებითად ჩაერთნენ „შემოდგომის კოსტიუმების კონკურსში“. მათ სხვადასხვა ბუნებრივი  მასალით მორთეს სამოსი, ქოლგები,  ფოთლებით დაამზადეს გვირგვინი, ნიღბები.   შემოდგომის მოტივებზე მორთული კოსტიუმები მოსწავლეებმა წარადგინეს  მაყურებელთა წინაშე.  

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღესასწაულმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში შემოქმედება, ტრადიციების სიყვარული და გუნდური მუშაობა განუყოფელია.

მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივი ძალისხმევით შექმნეს საოცარი დღესასწაული.

„მადლობა მშობლებს აქტიური თანამშრომლობისა და  მხარდაჭერისთვის. ასევე, დიდი მადლობა ამ ღონისძიების სულის ჩამდგმელს, რეჟისორსა და სცენარისტს, ქალბატონ - მზია მახარობლიშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203