ხანდოს საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მინი ფეხბურთში, მუნიციპალურ თამაშებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს  
17-10-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს. 

წალკაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გოგონებსა და ვაჟებს შორის მინი ფეხბურთში მუნიციპალური თამაშები გაიმართა, სადაც ხანდოს საჯარო სკოლის როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა გუნდებმა პირველი ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას რეგიონალურ თამაშებზე გააგრძელებენ.

სკოლაში მოსწავლეთა გამარჯვებით ხარობენ და მათ შემდეგ ეტაპზეც წარმატებას უსურვებენ. 

„კიდევ ერთი დიდი და სასიამოვნო გამარჯვება მოგვიტანეს ჯერ გოგონებმა და ახლა კი ჩვენმა ბიჭებმა დააგვირგვინეს, ყველას გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, ახლა ჯერი რეგიონის დალაშქვრაზეა, თქვენი იმედი გვაქვს ბიჭებო: ბექა გორგაძე, რამაზ მგელაძე, გელა ირემაძე, თორნიკე და ნუკრი ვანაძეები და თორნიკე გორგაძე, რაც შეეხება გოგონების გუნდს, ალტერნატივა არ გააჩნიათ: გვანცა ვანაძე, მარი ცეცხლაძე, ქეთევან მეკეიძე, ნატო ნადირაძე, ნათია ფასანიძე და მაყვალა ირემაძე. კვლავ მორიგ გამარჯვებას ველოდებით, ახლა კი უკვე ქალაქ რუსთავიდან. წარმატებები კიდევ ერთხელ წალკის საახეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურავლედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203