მაგისტრატურა 1-წლიანი, ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდება? - პრემიერი განმარტავს
16-10-2025

გამონაკლისი სპეციალობების ნაცვლად, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„გამონაკლისი სპეციალობების ნაცვლად, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას და როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი. 3 წელი სავსებით საკმარისია თითქმის ყველა სპეციალობისთვის, რა თქმა უნდა, მედიცინა და სხვა სპეციალობები არის გამონაკლისი“, - აცხადებს პრემიერი.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203