
რუსთავის N3 საჯარო სკოლის VIა (რუსული სექტორის) კლასის მოსწავლეები კიდევ ერთხელ გამოირჩნენ აქტიური ჩართულობით, პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითობით. საგან „ჩვენი საქართველოს“ კომპლექსური დავალების თემამ - „ყურძნის ჯიშები“ - ბავშვებს მისცა შესაძლებლობა ცოდნა პრაქტიკად გადაექციათ.
სამ გუნდად დაყოფილმა მოსწავლეებმა საუცხოო პრეზენტაციებით წარმოადგინეს საკუთარი კვლევის შედეგები, თავიანთი ძალებით შესწავლილი ყურძნის ჯიშების შესახებ.
გაკვეთილი გამოვიდა სიცოცხლით სავსე, სახალისო და „გემრიელი“ - სურნელოვანი ცოდნითა და სიყვარულით დატვირთული.
მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ყურძნის მრავალფეროვან ჯიშებს სჭირდება არა მხოლოდ გაფრთხილება, არამედ სიღრმისეული შესწავლა, რადგან თითოეულ მარცვალში იმალება ბუნების საოცარი მრავალფეროვნება და ადამიანის შრომის სითბო.
ასეთი გაკვეთილები ნათლად აჩვენებს, რომ როცა სწავლება ემოციითა და სიყვარულით მიმდინარეობს, შედეგიც განსაკუთრებულად ნაყოფიერია
„გაკვეთილი, სადაც ცოდნა ყურძენივით ტკბილი იყო!“,- ასე აფასებენ გაკვეთილს სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან.