საზეიმოდ დაწყებული სასწავლო წელი და მოტივირებული მოსწავლეები ბურნაშეთის საჯარო სკოლიდან
16-10-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამის ნათელი მაგალითია სათხუთმეტსექტემბრო საზეიმო მიღება, რომელმაც მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. 

მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით შეუძღვნენ საკლასო ოთახებში, სადაც ბავშვებს საზეიმოდ მორთული სასწავლო სივრცე დახვდათ. 

2025-2026 სასწავლო წელი მე-4 კვირაა დაიწყო, პირველი სასწავლო დღის განწყობა კი ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203