ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექტორის - მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილის ნამუშევრები ლაგოდეხის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა
16-10-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილი გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა, გარდა იმისა, რომ ის გახლავთ წარმატებული ხელმძღვანელი და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, დაწყებითი კლასების მასწავლებელი შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის. 

7 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი ბავშვობისდროინდელი და შემდგომი პერიოდის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, ხელნაკეთი სანათი ნივთები, ნაქარგები, ფოტოსურათები და აქსესუარები. 

სალონურმა საღამომ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა ლაგოდეხის მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და დაინტერესებულ დამთვალიერებლებს მარინა ნანდოშვილი თავად უმასპინძლებს მუზეუმის ადმინისტრაციასთან ერთად. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: ბმული1, ბმული2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203