დიდი ჭყონის N1 სკოლის მოსწავლეებმა - ირაკლი ბეჭვაიამ და დავით თოდუამ ინგლისურენოვანი ნაწარმოებების პრეზენტაცია გამართეს
16-10-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. მოტივირებული მოწაფეები კი საინტერესო ინიციატივებითა და მონდომებით გამოირჩევიან. 

დღეს, X კლასის მოსწავლეებმა - ირაკლი ბეჭვაიამ და დავით თოდუამ ინგლისურენოვანი ნაწარმოებების პრეზენტაცია შეასრულეს. ირაკლიმ როალდ დალის Magic Finger-ის პრეზენტაცია წარმოადგინა, ხოლო დავითმა იგივე ავტორის Esio Trot.

მოსწავლეებმა გადმოსცეს ნაწარმოებების მოკლე სიუჟეტი და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, აგრეთვე ქართულ ენაზე თარგმნეს აღნიშნული ნაწარმოებები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დირექტორი, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მასწავლებელი და მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203