
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა თეატრში ვიზიტი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, რასაც დიდი საგანმანათლებლო, კულტურული და ემოციური მნიშვნელობა აქვს.
თეატრი არის ცოცხალი კულტურა, რომლის დახმარებითაც ბავშვები ეცნობიან ლიტერატურას, ტრადიციებს, ისტორიას და თანამედროვეობასაც. უძლიერდებათ ინტერესი ხელოვნების მიმართ.
ამიტომ გიმნაზელები სპექტაკლებს პირველი კლასიდანვე ესწრებიან.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის Iა კლასის მოსწავლეები დამრიგებლის - მაია ხორბალაძის ხელმძღვანელობით, თეატრს „მეორე სახლი“ სტუმრობდნენ, სადაც სცენაზე გაცოცხლებული ცნობილი ზღაპარი ნახეს.
სპექტაკლი „პინოქიო“ მათთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ნანახით აღფრთოვანებულებმა ემოციები ერთმანეთს სიხარულით გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: