
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია.
პედაგოგები პატარებს სახალისო აქტივობებით ანებივრებენ და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ.
აღსანიშნავია, 1-ელ კლასში ჩატარებული თემის - ბოსტნებული, შემაჯამებელი გაკვეთილი.
ბავშვებმა ფერების მიხედვით დაალაგეს ბოსტნეული, დამარცვლეს სიტყვები, მიუწერეს მარცვლების რაოდენობა და გააცალკევეს - მიწის ზემოთ და მიწის ქვეშ მზარდი ბოსტნეული
გაკვეთილის ყველაზე სახალისო ნაწილი იყო „სასწაული ყუთი”.
ბავშვები თვალდახუჭულები ხელით არჩევდნენ ბოსტნეულს და მხოლოდ შეხებით ცდილობდნენ გაეგოთ - რომელი ბოსტნეული იყო და რა ფერის
„მათი სიხარული და ემოციები დაუვიწყარი იყო! გაკვეთილი გამოვიდა მხიარული, შემოქმედებითი და ძალიან პროდუქტიული“,- გვიყვებიან სკოლაში და ბავშვებს არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: