საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეთა შემეცნებითი თავგადასავალი 
16-10-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით. 

ახლახან, მე-11ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაყვალა ანთაძის ხელმძღვანელობით, სკოლა-გიმნაზიის გასვლითი ღონისძიებების ფარგლებში, სამაგიდო თამაშების გილდიას სტუმრობდნენ.

მოსწავლეებმა შეაჯამეს ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება, გააცოცხლეს შესწავლილი მასალიდან ისტორიული და ლიტერატურული ეპიზოდები.ასევე, გილდიაში განთავსებული საბრძოლო არსენალიც მოირგეს და ჩაერთნენ სააზროვნო თამაშებში.

როგორც სკოლა-გიმნაზიაში გვეუბნებიან, დღემ ძალიან საინტერესო და შემეცნებით გარემოში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203