
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას არაერთი წელია ღირსეულად ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული საზოგადოების ფორმირებაში.
მისი შრომა და ღვაწლი ახლახან საზეიმოდ აღინიშნა.
ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ეკა სურმანიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის 2025 წლის საუკეთესო მასწავლებელი გახდა.
ის მასწავლებლის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლაგოდეხის 28 საჯარო და კერძო სკოლის საუკეთესო და ღვაწლმოსილ მასწავლებლებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: