
რუსთავის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს.
პირველ კლასში გაიმართა საზეიმო ღია გაკვეთილი - „აი ია, აი ჩვენი დედა ენა“, რომელიც ქართულ ანბანს და დედა ენის სიყვარულს მიეძღვნა. პატარა პირველკლასელებმა სიამაყით შეაბიჯეს ცოდნის ტაძარში, გაიცნეს ქართული ანბანი და ჯადოსნურ სასიტყვეთში მოგზაურობით დაიწყეს სასწავლო გზა.
გაკვეთილზე სკოლის ერთ-ერთმა კრეატიულმა მასწავლებელმა მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობები გამოიყენა, რომლებმაც ბავშვებს გაუღვივა ინტერესი სწავლებისადმი. განსაკუთრებული სიხარულით აღიქვეს მომენტი, როცა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „ამეტყველდა“ იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც პირველკლასელებს დედა ენის სამყაროში შემოსვლა მიულოცა და მათ ცოდნის გზაზე წარმატება უსურვა.
სითბოთი, სიხარულითა და ქართული სიტყვის სიყვარულით დაიწყო მოსწავლეთა დიდი მოგზაურობა განათლების სამყაროში.
იხილეთ ფოტოები: