
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წარმატება დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულოა.
ახლახან, ჯავახეთში „ახალქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნა. ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 961 წლისთავთან დაკავშირებით, არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დღესასწაულის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მედალოსანი კურსდამთავრებულები.
ღონისძიებაზე 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ.
ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ დილისკის N1 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსნები მედალოსნები ლუსვარდ ქოშატაშიანი, ელენა კარახანიანი, აზრივ გაბრიელიან, ანაჰიტ გოგორიანი და ოქროსმედალოსანი - არევიკ მარაბიანი.
სკოლაში კურსდამთავრებულებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ.
„მთელი პედაგოგიური კოლექტივი და ადმინისტრაცია გილოცავთ ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო. გისურვებთ, ახალ წარმატებებს და ახალი სიმაღლეების დაპყრობას განათლების სფეროში“,-აღნიშნავს დირექტორი რიმა მკოიანი.
მოსწავლეთა პედაგოგი ვარდენიკ გაბრიელიანი გახლავთ.