ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლებას ახალ, სრულად აღჭურვილ​ საგანმანათლებლო სივრცეში​ იღებენ​
16-10-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლა​მ სასწავლო პროცესი ახალ შენობაში, საზეიმოდ განაახლა. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა 2025-2026 სასწავლო წელი სრულად გარემონტებულ, განახლებულ და აღჭურვილ საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყეს.

15 სექტემბერი სკოლაში ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სკოლის საზეიმო გახსნასთან ერთად, გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება, სადღესასწაულოდ გაიჭრა წითელი ლენტი. 

„ორწლიანი მშენებლობის შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, სადაც უზრუნველყოფილია ეფექტური საგანმანათლებლო პროცესის ყველა შესაძლებლობა“,- სიხარულით გვეუბნებიან სკოლაში. 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი სიხარულით შეაღეს და ენთუზიაზმით აგრძელებენ განახლებულ სივრცეში განათლების მიღებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203