
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ გამართეს და სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის, მუსიკალური და თეატრალური ნომრები შეასრულეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში.
იხილეთ ვიდეომასალა: