
ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ ხალისით სწავლობენ გერმანულ ენას, ქვეყნის კულტურასა და ისტორიასაც ეუფლებიან.
ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეებმა გერმანულის გაკვეთილზე გერმანიის ერთიანობის დღე აღნიშნეს.
გერმანულის მასწავლებელს ხათუნა ჯინჭარაძემ მე-6 კლასელებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა, რომლის დახმარებითაც ბავშვებმა უკეთ გაიზრეს, ამ დღის მნიშვნელობა, გაიგეს როგორ აფასებენ გერმანელები თავისუფლებას და ერთობა და როგორ არის დაკავშირებული ევროპულ ღირებულებებთან.
მსგავსი აქტივობები გარდა იმისა, რომ ამდიდრებს მოსწავლეთა სიტყვათა მარაგს, ხელს უწყობს მათი კულტურული ცნობიერების ამაღლებას და აჩენს პატივისცემას სხვა ხალხების ისტორიისადმი.
იხილეთ ვიდეო: