პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგაკვეთილო თემის ფარგლებში, აბასთუმანს სტუმრობდნენ
16-10-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

ახლახან, გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინო ხარშილაძემ, საგაკვეთილო თემის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტურისტულ- რეკრეაციულ რესურსებს, მოსწავლეები აბასთუმანში წაიყვანა. 

აბასთუმანს მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასელებთან ერთად სტუმრობდნენ. 

ბავშვები გაეცნენ კურორტის ისტორიას გეოგრაფიას. ასევე მოინახულეს ასტროფიზიკურო ობსერვატორია.

მოსწავლეები აბასთუმანიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ახალი ცოდნით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203