სიქთარვის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი იმერეთის რეგიონის წარმატებულ პედაგოგად დასახელდა
29-06-2018
სიქთარვის საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიურ კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობდა.
კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია
გიგაური, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელი ნინო ბუაჩიძე და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა"
დირექტორი მარინა უშვერიძე მიესალმნენ.
წლის
წარმატებული პედაგოგი იმერეთის რეგიონიდან სიქთარვის საჯარო სკოლის სამოქალაქო
განათლების მასწავლებელი, მაკა კაჭკაჭიშვილი გახდა.
სიქთარვის საჯარო სკოლა ულოცავს მას ამ გამარჯვებას და პირად
ცხოვრებასა და შემდგომ საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია