
სკოლა „ცოდნას“ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ხარისხიან განათლებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავენ. თანამედროვე მიდგომები და სასწავლო მეთოდები კი მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ახლახან, სკოლის დირექტორმა - ნაზი ნადირაძემ 2023-2024 სასწავლო წლის ოქროსმედალოსნებს კუთვნილი მედლები გადასცა და დღეს უკვე სტუდენტებს წარმატებული მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ეს დღე ჩვენი სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა - ეს წარმატება თითოეული მათგანის მონდომებისა და პასუხისმგებლობის შედეგია .
ვულოცავთ, ოქროსმედალოსნებს ამ ღირსეულ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალშიც გამორჩეულ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს“,- აღინიშნა ამ საზეიმო დღეს.