
კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-3 კლასელებმა შემოდგომის სიხარული და ქართული უნიკალური ტრადიცია გაიზიარეს.
პატარები, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, „დანიელის მამულს“ სტუმრობდნენ, დასაც რთველში მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა ვენახში, საკუთარი ხელით დაკრიფეს ყურძენი, თავადვე დაწურეს ყურძენი და ხინკალიც მოახვიეს.
მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს
„ანაბასისის“ III ა კლასის პატარებმა რთველი ნამდვილი დღესასწაულად აქციეს!
სურნელოვანი შემოდგომა და მხიარული შეძახილები დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ჩვენს ცხოვრებაში!
მადლობას ვუხდით ქალბატონ ელი და თამრო ჯიქიძეებს საინტერესო აქტივობისა და გულითადი მასპინძლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შთამბეჭდავ გასვლით აქტივობას ჰპირდებიან.
იხილეთ ვიდეომასალა: