სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა საზეიმო საანბანო გაკვეთილი
16-10-2025

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში სიხარულით შეაბიჯეს. 

პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და პატარებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია.

პირველკლასელთა პირველი საანბანო გაკვეთილი გამოირჩეოდა ფერადოვნებით, მასწავლებელმა პატარებს არაერთი სასწავლო რესურსი გააცნო. მოტივირებულმა ბავშვებმა პირველი ასო-ბგერები ხალისით ისწავლეს. 

ლამაზად მორთული საკლასო ოთახი, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები მოსწავლეთა მეხსიერებაში დიდხანს დარჩება.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203