ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ღვაწლმოსილი მასწავლებელი გულნარა მაისაია მადლობის სიგელით დაჯილდოვდა 
16-10-2025

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი გულნარა მაისაია მომავალი თაობების აღზრდის საქმეს არაერთი წელია ღირსეულად ემსახურება. 

ახლახან, მისი შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

პედაგოგს, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადაეცა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, დამსახურებულ პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა. სწორედ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა ​სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი გულნარა მაისაიაც.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის წარმატება. ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი დანიელი მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავს.

„ვულოცავთ მას ამ ღირსეულ ჯილდოს და უამრავ წარმატებას გისურვებთ.

მადლობა, გიმნაზიის თითოეულ პედაგოგს დაუღალავი შრომისათვის, სიყვარულისათვის, დაე მრავალი თაობა აღგეზარდოთ ღირსეულად“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203