
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს და იძენენ ახალ გამოცდილებას. მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.
მათ შორისაა, სკოლის VI4 კლასის მოსწავლე დემეტრე შერვაშიძე ქართული ენის ოლიმპიადა „ევერესტის“ საგაზაფხულო სეზონის ფინალისტია.
მოსწავლე საუკეთესო ასეულში მოხვედრისთვის სიგელით დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.