
კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე - „სვეტიცხოვლობა”.
მათ მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გააცნეს.
ბოლოს კი ერთად ნახეს დოკუმენტური ფილმი - „სვეტიცხოველი“.
პროექტი მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა დღესასწაულისა და მისი დაარსების ისტორიის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
მოსწავლეთა კლასი დამრიგებელი ედიტა კანკია გახლავთ. საღვთო სჯულს კი მოსწავლეებს დეკანოზი ალექსანდრე შედანია ასწავლის.
იხილეთ ფოტოები: