
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია.
ახლახან, დირექტორმა ხათუნი გამეზარდაშვილმა სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები - ციალა გოგსაძე, ტასო ყიფშიძე და დათო გოგსაძე დააჯილდოვა.
დირექტორმა, ამაგდარ მასწავლებლებს, რომლებიც არაერთი წელია მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ემსახურებიან, მადლობის სიგელები გადასცა.
ხათუნი გამეზარდაშვილმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისა და ღვაწლისთვის და კიდევ არაერთი განათლებული თაობის აღზრდა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: