
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი განწყობის ამაღლებაზე გამორჩეულად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია, სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისიც.
მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერი დღესასწაულად ექციათ.
საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: