მასწავლებლები საგამოცდოდ ამ კრებულებით უნდა მოემზადონ - საგნები და პროგრამები
16-10-2025

პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგები მალე გამოცდას ჩააბარებენ. მხოლოდ პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლები ვერ გავლენ საგნის გამოცდაზე - მათ მხოლოდ უფროსი სპეცმასწავლებლის ტესტირებაზე დარეგისტრირება შეეძლოთ, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე  პირებს კი ერთ-ერთი საგნის გამოცდაზე შემდეგი ჩამონათვალიდან: 

მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);

ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);

რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);

სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);

ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისათვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):  ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;

უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

მუსიკა;

სპორტი;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;

სომხური ენის გამოცდა;

აზერბაიჯანული ენის გამოცდა.

საგამოცდო პროგრამები და კრებულები იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203