
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილია ახალგაზრდების წახალისების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს წარჩინებული სტუდენტებისთვის 500 ლარიან ფულად დახმარებას.
თანხა გადაეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ წარჩინებულ სტუდენტებს (გარდა მოსამზადებელი და სამაგისტრო კურსებისა), რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით (შეფასების სისტემა - ფრიადი: 91-100).
მათ „სასწავლო წლის ბოლოს მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით, სარეიტინგო ქულის გარეშე, თუ სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვებული ქულების საშუალო მაჩვენებელი ჯამურად შეადგენს 91-დან 100-მდე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.