
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა. დოკუმენტით გათვალისწინებულია, ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა , მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა -შენახვა, ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა.
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ - ნინოწმინდის საბავშვო ბაღების გაერთიანება დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში ისარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 885 შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 80%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია დოკუმენტში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ თავად ქალაქი ნინოწმინდის საბავშვო ბაღებში არ არის სამჯერადი კვება:
„2024 წლიდან გარდა ქ. ნინოწმინდის საბავშვო ბაღებისა, სამჯერადი კვებით უზრუნველყოფილია ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის საბავშვო ბაღი“.