
15 ოქტომბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში, წესების სრული დაცვით გაიმართა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა თავიანთი წარმომადგენლები თვითმმართველობაში შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.
სკოლის დირექცია გულწრფელად ულოცავს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს და უსურვებს წარმატებას, პასუხისმგებლიან და შედეგიან საქმიანობას.
მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
იხილეთ ფოტოები: