
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ქართველი პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწის - იოსებ ოცხელის 160 წლის იუბილე აღინიშნა.
დიდი ქართველი პედაგოგის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მე-11ე (კლ. ხელმძღვანელი მაია გოცირიძე) და მე-11დ (კლასის ხელმძღვანელი მანანა კაკუშაძე) კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა - გაბრიელ სულამანიძემ, გიორგი უჩაძემ, ანი ჭიჭუეიშვილმა და ინა ოყროშიძემ წაიკითხეს საინტერესო მოხსენებები იოსებ ოცხელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ პედაგოგები ნანი ჟორჟოლიანი, ნატო თევდორაძე, ნინო თურქია, ნინო დათაშვილი.
კონფერენცია მეტად საინტერესოდ წარიმართა - მოსწავლეებმა იოსებ ოცხელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც მოიძიეს მისი მოღვაწეობიდან.
იხილეთ ფოტოები: