
ქუთაისის N33 საჯარო სკოლის VIა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად, რთველში მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა, პედაგოგ ვერო ხუციძის ხელმძღვანელობით, ვენახში, საკუთარი ხელით დაკრიფეს ყურძენი და რთველის კულტურა და ქართული უნიკალური ტრადიცია გაიზიარეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს არა მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებს, არამედ საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნონ სოფლის ყოფა და ქართული ტრადიციები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს.