
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ხარისხიან განათლებასა და მათ წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავენ.
წარმატებულ პედაგოგთა შორის არიან - ნინო დოლაბერიძე და ელენე წერეთელი, რომლებიც ქუთაისის მერიამ დააჯილდოვა.
წარმატებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.
სკოლის დირექტორი გია მაღლაკელიძე პედაგოგებს პროფესიულ აღიარებას ულოცავს.
„გილოცავთ, დამსახურებულ ჯილდოს, ძვირფასო პედაგოგებო!
ეს გახლავთ მადლიერება თქვენი იმ ყოველდღიური შრომისა და სითბოსათვის, რომლებსაც მოსწავლეებს უხვად ანიჭებთ!
თქვენ არა მხოლოდ ცოდნას გასცემთ, არამედ იმ ადამიანურ ღირებულებებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენს რეალობაში.
გისურვებთ დიდ სიხარულს, ჯანმრთელობას და კიდევ უამრავ აღიარებას თქვენს გზაზე!!!“- ვკითხულობთ დირექტორის - გია მაღლაკელიძის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: