საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილება შევიდა - ქმედებები, რომლებიც სამინისტროს თანხმობას მოითხოვს
15-10-2025

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა სკოლის ქმედებები, რომლებიც სამინისტროს თანხმობას საჭიროებს.

სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სკოლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგის (რომელიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი საშტატო ერთეულებისგან: დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ბუღალტერი; ბიბლიოთეკარი; საქმისმწარმოებელი; მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; საინფორმაციო მენეჯერი; ადმინისტრატორი (თუ სკოლის ბალანსზე ირიცხება ერთ შენობაზე მეტი); მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი. ამ ბრძანების დანართი № 4-ით და დანართი №6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლების, სსიპ – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლისა და სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის საშტატო განრიგი შეიძლება შედგებოდეს სხვა საშტატო ერთეულებისგან) და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; 

​1) სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელი პირების ფუნქციების შესაბამისად თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც, ასევე, მოიცავს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს, რომელთა თანამდებობების დასახელება და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმით;

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203