ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში „ფინანსური წიგნიერების კლუბი“ დაფუძნდა
15-10-2025

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში კარგად ესმით, რომ ფინანსური წიგნიერება თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი უნარია. ამიტომ მოსწავლეთა ფინანსური განათლება წახალისებული და მხარდაჭერილია. 

1-ელ ოქტომბერს, სკოლაში დაფუძნდა „ფინანსური წიგნიერების კლუბი“.

მისი შექმნის საფუძველი გახდა „ფინედუს კონკურსში“ - „ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში“- გამარჯვება. სკოლა 20 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა.

კლუბის მიზანია საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ფინანსური განათლების ხელშეწყობა, პრაქტიკული უნარების განვითარება და ფინანსური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.

კლუბის საქმიანობაში ჩართული არიან ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლები, ასევე ჟესტური ენის თარჯიმნები.

უკვე გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა, რომლებიც ძირითადად საინფორმაციო ხასიათის იყო და მოიცავდა შემდეგ მნიშვნელოვან თემებს:

• ფულის წარმოშობა და განვითარების ისტორია;

• დაზოგვის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში;

• საჭიროებებისა და სურვილების გარჩევა;

• ბიუჯეტის დაგეგმვა;

• ფინანსური გადაწყვეტილებების გავლენა მომავალზე.

მოსწავლეებმა ჟესტურ ენაზე წაიკითხეს „ფინედუს“ მიერ საჩუქრად გადმოცემული კომიქსები -„დაგროვების ამბები“ და „ბიუჯეტირება და დაზოგვა“, რომლებიც გამოირჩევა საინტერესო და სახალისო შინაარსით. პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა იმუშავეს ბიუჯეტის შედგენასა და პროცენტის გამოთვლაზეც.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის შეხვედრები გაგრძელდება რეგულარულად და ეტაპობრივად მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, საგანმანათლებლო თამაშებსა და პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფინანსური ცნობიერების გაღრმავებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203