
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს, არაფორმალური განათლების ფარგლებში, ჩაუტარდათ საოცრად საინტერესო და შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი, რომელსაც მასწავლებელი ინგა მეტონიძე ხელმძღვანელობდა.
მათი მიზანი იყო, შეეგრძნოთ შემოდგომის სილამაზე და ეს გრძნობები შემოქმედებითად გამოეხატათ. ამისთვის ისინი ესტუმრნენ ორანჟერეას, სადაც საკუთარი ხელით ქოთნები შემოდგომის ფერებში მოხატეს.
შემდეგ კი ამ ქოთნებში თავიანთი ხელით შეზავებული მიწა ჩაყარეს და პატარა მცენარეებიც დარგეს. ბავშვებმა ისწავლეს მცენარეებზე ზრუნვა და გაიგეს, თუ რა სჭირდებათ მათ ზრდა-განვითარებისთვის.
ბავშვები ნასიამოვნები და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ სახლში, მცენარეები თან წამოიღეს და ახლა სიყვარულით უვლიან.
მოგვიანებით ისინი თავიანთ შთაბეჭდილებებს თანასკოლელებსაც გაუზიარებენ. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული ბავშვებისთვის.
იხილეთ ფოტოები: