
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს მამუკა ნაკაიძის ხსოვნის ტურნირში.
ცნობილი ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მსაჯისადმი მიძღვნილი ტურნირი მის მშობლიურ სოფელ ჩოჩხათში 30 სექტემბერს გაიმართა. საფეხბურთო ტურნირში ნორჩ ფეხბურთელთა ექვსი გუნდი მონაწილეობდა.
გუნდმა - „შრომის მერცხლები“, რომელთა რიგებშიც ირიცხებიან ხრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებ,ი პირველი მატჩი ფრედ 2-2 ითამაშა, მეორე თამაშში ჯურყვეთი 8-0 დაამარცხა და ჯგუფში დაწინაურდა. ნახევარფინალში ჯუმათთან 4-5 დამარცხდა, ხოლო მე-3 ადგილისთვის სუფსას 4-0 მოუგო.
გუნდი დაჯილდოვდა სამახსოვრო თასითა და სიგელებით.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კი გახდა „შრომის მერცხლების“ წევრი ალექსანდრე ჩადუნელი. მან ტურნირის განმავლობაში 8 გოლი გაიტანა. ალექსანდრე ჩადუნელს სამახსოვრო თასი და სიგელი გადაეცა.
ხრიალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: